Sunday, May 28, 2017

       პროექტებით სწავლებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგთა უკუკავშირი,იმისთვის, ვინც ახორციელებს და იმისთვისაც, ვისთვისაც ახორციელებს.
        უკუკავშირის დაწყება უნდა ხდებოდეს პოზიტიური რჩევებით,აღინიშნოს ჯერ დადებითი, ძლიერი მხარე , შემდეგ კორექტულად მივცეთ რჩევები. შეიძლება გამოვიყენოთ მეთოდი 3,2,1.
       ჩემი აზრით, ობიექტური უკუკავშირისათვის უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული კრიტერიუმები და დავაკონკრეტოთ კოლეგასთან ის საკითხები, რომელზედაც ხდება მსჯელობა. უკუკავშირი უნდა იყოს დროული, კონკრეტული და რჩევითი.
       ტრენინგზე დავწყვილდით და გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაცია, რომელმაც წარმოდგენა მომცა უკუკავშირის ფორმებზე.ვიმსჯელეთ აგრეთვე საავტორო უფლებებზე.
    ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დამეხმარება პროექტებით სწავლებაში, რათა მოსწავლეებმა უფრო სიღრმისეულად შეძლონ პრობლემაზე ფოკუსირება, სხვადასხვა ჭრილში დანახვა და წარდგენა.ამაში დამეხმარება წინარე ცოდნის გამოსავლენი სტრატეგიები, ასევე პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები,გაგებისა და მეტაშემეცნების წახალისება.
      დავწერე შეფასების დროში გაწერილი გეგმა, რაც ჩემი აზრით, ყველა პროექტის აუცილებელი პროცედურაა.
     დავიწყე "პროექტებით სწავლების"ტრენინგი, რომელიც დამეხმარება სასწავლო პროცესში და პროფესიულ წინსვლაში. ჩემს მოსწავლეებს დაეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შემუშავებაში, კრიტიკულ აზროვნების,პრობლემის გადაჭრაში, კომუნიკაცია, თანამშრომლობას; აგრეთვე მოსწვლეებში ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას. ვფიქრობ მომდევნო დღეები უფრო ნაყოფიერი იქნება.