Saturday, June 10, 2017

პროექტი - უსაფრთხოება სტიქიური მოვლენების დროს







        დასრულდა "პროექტებით სწავლების" ტრენინგი, რომელიც თავისი შინაარსით მრავალფეროვანი და სიღრმისეული იყო. დავსახეთ პროექტის მიზნები, ავირჩიე ჩემი პროექტის თემა "უსაფრთხოება სტიქიური მოვლენების დროს". ჩამოვყალიბდი პროექტის მიმდევრობაზე და ავარჩიე აქტივობები, რომლებსაც გადავანაწილებდი მოსწავლეებზე მათი შესაძლებლობების მიხედვით. დიფერენცირებული დავალებების დაგეგმვაში განსაკუთრებით დამეხმარა ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია დიფერენცირებული სწავლების შესახებ. გავეცანი მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმებს. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება პროექტის სრულყოფილად განხორციელებაში და გამართულ კონსტრუირებაში.
          გავაკეთეთ პრეზენტაციები, გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს. ამ სატრენინგო მოდულებს, პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო უნარებზე გასაყვანად. შესწვლილი მასალა დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.
          დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს, რომელმაც ასე სიღრმისეულად შეგვასწავლა პროექტზე მუშაობა.

      განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები, ვიმსჯელეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტი, შაბლონი ან ფორმა. აღნიშნული მასალების გამოყენებით და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, მოსწავლეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი უნარ-ჩვევების განვითარებისა და ეფექტურად გამოყენებისთვის. ეფექტური დამხმარე მასალები ასევე დამეხმარება გავითვალისწინო მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებები.

Monday, June 5, 2017

გავიარეთ  შეფასების  ინსტრუმენტების დანიშნულება, თუ  რა შემთხვევაში  როგორ  დახმარებას  გამიწევს  თითოეული  მათგანი.  სწორი,  დროული - განმავითარებელი  მიზნობრივი  შეფასებები  მოსწავლეთა  მოტივაციის  ამაღლებას  და  შესაბამისად  პროექტის  კეთების  მაღალ  ხარისხს  უზრუნველყოფს.
პროექტმა  მონახაზის  ფორმა  მიიღო, რაც  უფრო  მეტ  მოტივაციას  მაძლევს.

Sunday, June 4, 2017

დღეს გავეცანი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს, რომელიც დამეხმარება მომავალში თუ როგორი დავალებები, მითითებები და რეკომენდაციები უნდა მივცე მოსწავლეებს პროექტის კეთების დროს. როგორ უნდა ავამაღლო მათი მოტივაცია და საქმიანობა გავხადო მეტად უფრო საინტერესო. განვუვითარო21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

Sunday, May 28, 2017

       პროექტებით სწავლებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგთა უკუკავშირი,იმისთვის, ვინც ახორციელებს და იმისთვისაც, ვისთვისაც ახორციელებს.
        უკუკავშირის დაწყება უნდა ხდებოდეს პოზიტიური რჩევებით,აღინიშნოს ჯერ დადებითი, ძლიერი მხარე , შემდეგ კორექტულად მივცეთ რჩევები. შეიძლება გამოვიყენოთ მეთოდი 3,2,1.
       ჩემი აზრით, ობიექტური უკუკავშირისათვის უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული კრიტერიუმები და დავაკონკრეტოთ კოლეგასთან ის საკითხები, რომელზედაც ხდება მსჯელობა. უკუკავშირი უნდა იყოს დროული, კონკრეტული და რჩევითი.
       ტრენინგზე დავწყვილდით და გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაცია, რომელმაც წარმოდგენა მომცა უკუკავშირის ფორმებზე.ვიმსჯელეთ აგრეთვე საავტორო უფლებებზე.
    ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დამეხმარება პროექტებით სწავლებაში, რათა მოსწავლეებმა უფრო სიღრმისეულად შეძლონ პრობლემაზე ფოკუსირება, სხვადასხვა ჭრილში დანახვა და წარდგენა.ამაში დამეხმარება წინარე ცოდნის გამოსავლენი სტრატეგიები, ასევე პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები,გაგებისა და მეტაშემეცნების წახალისება.
      დავწერე შეფასების დროში გაწერილი გეგმა, რაც ჩემი აზრით, ყველა პროექტის აუცილებელი პროცედურაა.
     დავიწყე "პროექტებით სწავლების"ტრენინგი, რომელიც დამეხმარება სასწავლო პროცესში და პროფესიულ წინსვლაში. ჩემს მოსწავლეებს დაეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შემუშავებაში, კრიტიკულ აზროვნების,პრობლემის გადაჭრაში, კომუნიკაცია, თანამშრომლობას; აგრეთვე მოსწვლეებში ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას. ვფიქრობ მომდევნო დღეები უფრო ნაყოფიერი იქნება.