პროექტი - უსაფრთხოება სტიქიური მოვლენების დროს
დასრულდა "პროექტებით სწავლების" ტრენინგი, რომელიც თავისი შინაარსით მრავალფეროვანი და სიღრმისეული იყო. დავსახეთ პროექტის მიზნები, ავირჩიე ჩემი პროექტის თემა "უსაფრთხოება სტიქიური მოვლენების დროს". ჩამოვყალიბდი პროექტის მიმდევრობაზე და ავარჩიე აქტივობები, რომლებსაც გადავანაწილებდი მოსწავლეებზე მათი შესაძლებლობების მიხედვით. დიფერენცირებული დავალებების დაგეგმვაში განსაკუთრებით დამეხმარა ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია დიფერენცირებული სწავლების შესახებ. გავეცანი მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმებს. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება პროექტის სრულყოფილად განხორციელებაში და გამართულ კონსტრუირებაში.
გავაკეთეთ პრეზენტაციები, გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს. ამ სატრენინგო მოდულებს, პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო უნარებზე გასაყვანად. შესწვლილი მასალა დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.
დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს, რომელმაც ასე სიღრმისეულად შეგვასწავლა პროექტზე მუშაობა.
Saturday, June 10, 2017
განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები, ვიმსჯელეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტი, შაბლონი ან ფორმა. აღნიშნული მასალების გამოყენებით და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, მოსწავლეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი უნარ-ჩვევების განვითარებისა და ეფექტურად გამოყენებისთვის. ეფექტური დამხმარე მასალები ასევე დამეხმარება გავითვალისწინო მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებები.
Monday, June 5, 2017
გავიარეთ შეფასების ინსტრუმენტების დანიშნულება, თუ რა შემთხვევაში როგორ დახმარებას გამიწევს თითოეული მათგანი. სწორი, დროული - განმავითარებელი მიზნობრივი შეფასებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და შესაბამისად პროექტის კეთების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
პროექტმა მონახაზის ფორმა მიიღო, რაც უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს.
პროექტმა მონახაზის ფორმა მიიღო, რაც უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს.
Sunday, June 4, 2017
Subscribe to:
Posts (Atom)